ყველა მოდული

კომერციული

მასალები და შესყიდვები

ფასის მოძიება, კატალოგი, მოთხოვნა, შეკვეთა, მიღება — ერთ მოდულში.

რისთვის არის?

მასალები და შესყიდვები ერთ პროცესში აერთიანებს სამ ყოფილ მოდულს: ბაზრის ფასები (საქართველოს სამშენებლო მარკეტების მიმდინარე ფასები), მასალების მონაცემთა ბანკი (170+ მზა ჩანაწერი + კომპანიის საკუთარი) და შესყიდვები (მოთხოვნა, იმპორტის შედარება, შეკვეთა, მიღება). ფასს პოულობთ, მასალას კატალოგში წერთ, მოთხოვნას ხსნით; მოთხოვნა გადის ეტაპებს: მოლოდინი → შეთავაზება მოთხოვნილია → შეკვეთილია → მიღებულია, ხოლო მიღებული მასალა საწყობში აისახება.

როგორ მუშაობს?

  1. 1„მოთხოვნები“ ჩანართში იხსნება საჭიროება (კატალოგიდან არჩევით, ხელით ან ხარჯთაღრიცხვიდან/საწყობიდან ჯგუფური გადმოტანით).
  2. 2„ბაზრის ფასები“ ჩანართში ძიდება პროდუქტი; უმცირესი ერთეულის ფასის პოვნის შემდეგ „შეკვეთის მოთხოვნით“ პირდაპირ იხსნება მოთხოვნა.
  3. 3ადგილობრივი ფასი და იმპორტის ღირებულება (FOB + ფრახტი + საბაჟო) გვერდიგვერდ შედარდება.
  4. 4მოთხოვნის სტატუსი წინ მიდის; მიღებისას მასალა საწყობში შედის და ბიუჯეტის ფაქტობრივი თანხა განახლდება.

მთავარი შესაძლებლობები

  • ფასი, კატალოგი და მოთხოვნა ერთ ადგილას.
  • ადგილობრივი ფასისა და იმპორტის ღირებულების შედარება.
  • Gorgia-სა და Citadeli-ის ფასებით ძიება და შეკვეთა.
  • მიღებული მასალა აისახება საწყობსა და ბიუჯეტში.

დამკვეთის (მშენებლის) როლში

ხსნის მოთხოვნას, ადარებს ფასებს, წინ სწევს სტატუსს.

ქვეკონტრაქტორის როლში

ხედავს და ხსნის მასალის მოთხოვნას საკუთარი ხელშეკრულების პროექტში.

კავშირი სხვა მოდულებთან

შესყიდვები უკავშირდება მოცულობებს (საჭიროება), საწყობს (შემოტანა), ბაზრის ფასებს (ფასი), მასალების კატალოგსა და ბიუჯეტს (ფაქტიური).