ყველა მოდული

კომერციული

RS.ge ინტეგრაცია

შემოსული ზედნადებები, ძებნა, საწყობში მიღების დადასტურება, შიდა ზედნადები და ახალი ზედნადების შეტყობინება.

რისთვის არის?

RS.ge (შემოსავლების სამსახური) სერვის-მომხმარებლის დაკავშირების შემდეგ კომპანიაზე გამოწერილი ზედნადებები ცოცხლად მოდის და მოიძებნება საქონლით, კომპანიით, ზედნადების ნომრით, ავტომობილით ან მძღოლით. ზედნადები სიიდან პირდაპირ საწყობში არ შედის: იგზავნება დასადასტურებლად და საწყობის არჩევისა და დადასტურების შემდეგ შედის მარაგში. ობიექტებს შორის შიდა ზედნადები BuildOS-ში დრაფტად იქმნება და მომხმარებელი შემოწმების შემდეგ ააქტიურებს. ახალი ზედნადებისას შესყიდვების უფლების მქონეებს მოდის შეტყობინება და push.

როგორ მუშაობს?

  1. 1კომპანიის პარამეტრებში შეიყვანება და მოწმდება RS.ge სერვის-მომხმარებელი.
  2. 2შესყიდვები › RS.ge-ში ზედნადებები იძებნება და იგზავნება დასადასტურებლად.
  3. 3საწყობში მიღების დადასტურებაში ირჩევა საწყობი, დასტურდება ან უარიყოფა.
  4. 4გასულიდან იქმნება შიდა ზედნადების დრაფტი, მოწმდება და აქტიურდება.

მთავარი შესაძლებლობები

  • პაროლი დაშიფრულად, შემოწმებული RS.ge-ზე.
  • ზედნადების ძებნა საქონლის სახელით და ფილტრები.
  • ავტომატური დადასტურება არ არის: ყოველი ნაბიჯი მომხმარებლის გადაწყვეტილებაა.
  • ახალი ზედნადების შეტყობინება ყოველ 15 წუთში.

დამკვეთის (მშენებლის) როლში

აწყობს კავშირს, ადასტურებს ზედნადებებს, წერს შიდა ზედნადებს.

ქვეკონტრაქტორის როლში

იგივენაირად მუშაობს საკუთარი კომპანიის RS.ge კავშირით.

კავშირი სხვა მოდულებთან

RS.ge დაკავშირებულია საწყობებთან (მიღება), მასალებსა და შესყიდვებთან და შეტყობინებებთან.