ობიექტი
საწყობები
რამდენიმე საწყობი: ცენტრალური ან პროექტის; მარაგი, ჩამოწერა და პროგნოზი საწყობის მიხედვით.
რისთვის არის?
კომპანია განსაზღვრავს ერთ ან რამდენიმე საწყობს. ცენტრალურ საწყობს შეუძლია რამდენიმე პროექტის მომსახურება, ან თითოეულ პროექტს საკუთარი აქვს; ყოველი პროექტი ერთ საწყობს უკავშირდება. მისამართი მიბმული პროექტიდან ავტომატურად მოდის, ახალ პროექტს საწყობი ავტომატურად ექმნება. სამუშაოს ჩამოწერა, საჭიროების პროგნოზი, გრაფიკიდან მასალის გამოთვლა და RS.ge-ის მიღება პროექტის საწყობით ხდება.
როგორ მუშაობს?
- 1საწყობის ეკრანზე „საწყობებით“ ემატება საწყობი: სახელი, მისამართი და პროექტები.
- 2საწყობის ამრჩევით ჩანს სასურველი საწყობის მარაგი.
- 3ინვენტარიზაცია და ჩამოწერის აქტი არჩეული საწყობით კეთდება.
- 4ცარიელი საწყობი იშლება; მასალით სავსე — არა.
მთავარი შესაძლებლობები
- ცენტრალური ან პროექტის საწყობი.
- მისამართი პროექტიდან ავტომატურად.
- მარაგი, ჩამოწერა და პროგნოზი საწყობის მიხედვით.
- RS.ge-ის მიღებისას საწყობი მიწოდების მისამართით შემოგთავაზებთ.
დამკვეთის (მშენებლის) როლში
მართავს საწყობებს, აბამს პროექტებს.
ქვეკონტრაქტორის როლში
იგივენაირად მართავს საკუთარი კომპანიის საწყობებს.
კავშირი სხვა მოდულებთან
საწყობები დაკავშირებულია მარაგთან, შესრულებულ სამუშაოებთან (ჩამოწერა), გრაფიკთან (მასალა) და RS.ge-სთან.