თემები
დაწყება
სწრაფი დაწყება
პირველი 15 წუთი: ანგარიში და კომპანია, ენის არჩევა და პირველი პროექტი.
რა არის BuildOS?
BuildOS არის ერთიანი სამუშაო სივრცე დეველოპერებისთვის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლებისთვის. მოედნის ჩანაწერები, სამუშაო გრაფიკი, ხელშეკრულებები, აქტები, შესყიდვები, გაყიდვები და HR ერთსა და იმავე მონაცემებს იყენებს: ობიექტზე გაკეთებული ერთი ჩანაწერი ერთდროულად ანახლებს პროგრესს, საწყობს და აქტს.
მუშაობს ბრაუზერში, ტელეფონზე აპლიკაციასავით დგება და ინტერნეტის გარეშეც იღებს ჩანაწერებს. ინტერფეისი ხელმისაწვდომია ქართულ, თურქულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ანგარიშისა და კომპანიის შექმნა
ყოველი დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის იქმნება კომპანია; შემდეგ მასში კოლეგებს იწვევთ.
- 1buildos.ge-ზე დააჭირეთ „რეგისტრაციას“ და შეიყვანეთ სახელი, ელფოსტა და მინიმუმ 10-სიმბოლოიანი პაროლი.
- 2გახსენით ელფოსტაზე მოსული დადასტურების ბმული.
- 3პირველ შესვლისას შეიყვანეთ კომპანიის სახელი; პროფილი (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, IBAN, ნაგულისხმევი ვალუტა, ლოგო) კომპანიის პარამეტრებში ივსება.
- 4ზედა მარჯვენა კუთხის ენის გადამრთველით აირჩიეთ ენა; არჩევანი დაიმახსოვრება.
ეკრანის განლაგება
მარცხნივ მენიუა, ზემოთ — სამუშაო სივრცის (კომპანია + როლი) და აქტიური პროექტის ამრჩევი. მენიუს ყველა მოდული არჩეულ პროექტზე მუშაობს. ზედა ზოლში არის გლობალური ძებნა (Ctrl K), ამინდი, ვალუტის კურსი და შეტყობინებების ზარი.
ტელეფონზე მენიუ ქვედა ჩანართების ზოლად იქცევა; შუაში „პლუს“ ღილაკი სწრაფ მოქმედებებს ხსნის (ტაბელი, დეფექტი, სამუშაოს ჩანაწერი).
პირველი პროექტის გახსნა
- 1„პროექტების“ გვერდზე დააჭირეთ „პროექტის დამატებას“: სახელი, ქალაქი, მისამართი და ტიპი.
- 2რუკაზე მონიშნეთ ობიექტის მდებარეობა; ამინდი და GPS-ით აღრიცხვა ამ წერტილს იყენებს.
- 3გახსენით პროექტი და „შენობა და ბინებში“ შექმენით კორპუსები, სართულები და ბინები.
- 4გააფორმეთ ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებთან, შემდეგ ააწყვეთ სამუშაო გრაფიკი.
დაკავშირებული მოდულების გვერდები
საცდელად შედით დემო ანგარიშით
დემო კომპანიაში ამ სახელმძღვანელოს ყველა ეკრანი სანიმუშო მონაცემებითაა შევსებული; ყოველ ღამე თავიდან ივსება.
[email protected] · Demo12345!