თემები
ყველა თემა

კომერცია

RS.ge ზედნადებები

RS.ge კავშირი, ძებნა შემოსულ ზედნადებებში, საწყობში მიღების დადასტურება, შიდა ზედნადები და ახალი ზედნადების შეტყობინება.

კავშირი

კომპანიის პარამეტრები › RS.ge კავშირში შეიყვანეთ RS.ge-ზე (eservices.rs.ge) შექმნილი სერვის-მომხმარებელი (მომხმარებელი:საიდ. კოდი) და პაროლი. შენახვისას მოწმდება RS.ge-ზე; პაროლი დაშიფრულად ინახება და მას ვერავინ ხედავს.

შემოსული ზედნადებები და ძებნა

შესყიდვები › RS.ge ზედნადებები › შემოსული. არჩეული პერიოდის (7/30/90 დღე) ზედნადებები საქონლით ფონურად იტვირთება; ჩანართში ყოველ შესვლაზე და აპლიკაციაში დაბრუნებისას ხელახლა მოდის RS.ge-დან.

საძიებო ველი ერთდროულად ეძებს საქონლის სახელში, ზედნადების ნომერში, კომპანიაში, საიდ. კოდში, ავტომობილის ნომერში, მძღოლში, მისამართსა და თარიღში. ფილტრები: RS.ge სტატუსი, გამყიდველი და BuildOS სტატუსი (ახალი / დასადასტურებელი / საწყობშია / უარყოფილი).

საწყობში მიღების დადასტურება

ზედნადები სიიდან პირდაპირ საწყობში არ შედის. ეს ეხება „დასრულებულ“ ზედნადებებსაც; გადაწყვეტილება ბუღალტრული შემოწმების შემდეგ მიიღება.

  1. 1გახსენით ზედნადები და დააჭირეთ „საწყობში მისაღებად დასადასტურებლად გაგზავნას“.
  2. 2„საწყობში მიღების დადასტურებაში“ ნახეთ საქონელი.
  3. 3აირჩიეთ საწყობი: შემოგთავაზებთ მიწოდების მისამართთან ყველაზე ახლოს მყოფს, შეგიძლიათ შეცვალოთ.
  4. 4„დადასტურება და საწყობში მიღება“ ან მიზეზის მითითებით „უარყოფა“. უარყოფილი ზედნადები შეიძლება ხელახლა გაიგზავნოს.

შიდა ზედნადები

ობიექტებს შორის გადატანისთვის გასულიდან იხსნება „ახალი შიდა ზედნადები“. საიდან / სად საწყობის არჩევისას მისამართები ავტომატურად ივსება; საქონელი ირჩევა გამავალი საწყობის მარაგიდან. საავტომობილოზე სავალდებულოა მძღოლის პირადი ნომერი და ავტომობილის ნომერი, ფასი საჭირო არ არის.

  1. 1შეავსეთ ფორმა და დააჭირეთ „RS.ge-ზე შენახვას (დრაფტი)“.
  2. 2შეამოწმეთ დრაფტი სიაში.
  3. 3თუ სწორია — „გააქტიურება“ (დადასტურებას მოგთხოვთ); თუ არა — „დრაფტის წაშლა“.

ახალი ზედნადების შეტყობინება

დაკავშირებული კომპანიები მოწმდება ყოველ 15 წუთში. ახალი ზედნადებები ერთ შეტყობინებაში ჯგუფდება (გამყიდველები, ჯამური თანხა) და push-ით მიდის მხოლოდ შესყიდვების მოდულის მნახველ მომხმარებლებთან. პირველი შემოწმება არსებულ ზედნადებებს ნანახად თვლის და შეტყობინებას არ აგზავნის.

დაკავშირებული მოდულების გვერდები

საცდელად შედით დემო ანგარიშით

დემო კომპანიაში ამ სახელმძღვანელოს ყველა ეკრანი სანიმუშო მონაცემებითაა შევსებული; ყოველ ღამე თავიდან ივსება.

[email protected] · Demo12345!